თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, გენდერული საბჭოს წევრთან ქეთევან მამულაშვილთან ერთად ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ეროვნული ქსელის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიება შშმ ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების განხორციელებისთვის ხელშემშლელ ბარიერებსა და გამოწვევებს მიეძღვნა.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების სხვათა თანაბრად განხორციელების საკითხთან დაკავშირებით.
ღონისძიებას დედაქალაქის მერიის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.