საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია შშმ ქალებს შეხვდა. შეხვედრა სახელწოდებით „შშმ ქალი და ადგილობრივი თვითმმართველობა“ ნაძალადევის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრებ შშმ ქალებთან გაიმართა.
ღონისძიებას მარიკა დარჩიასთან ერთად, მერიის და გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, დამსწრე საზოგადოებას, შშმ ქალების უფლებებსა და გენდერულ საბჭოსთან დაკავშირებული წინადადებები შესთავაზა.
შეხვედრაზე ასევე იმ მუნიციპალური პროგრამების განხორციელების ასპექტები განიხილეს, რომლებიც შშმ ქალების უფლებებს ეხება.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და ის საკითხები შეათანხმეს, რომელთაც მომავალი წლის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულების პროექტებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.