თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია და საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტებს შეხვდნენ.
საკრებულოში გამართული შეხვედრა, აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული პროექტის განხილვას მიეძღვნა. პროექტი თანამედროვე სტანდარტების, გენდერულად დაბალანსებული სარეკრეაციო სივრცეების მოწყობას გულისხმობს.
შეხვედრის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად წარმოდგენილი პროექტის კონცეფცია განიხილეს, საბჭოს ჩართულობით სამომავლო გეგმები დასახეს და სამოქმედო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე ესწრებოდა.