თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მარიკა დარჩიას ინიციატივით დაწყებული პროექტი გრძელდება, რომელიც თავიანთი საქმიანობით გამორჩეული ქალების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
ამჯერად, მარიკა დარჩია პროექტის ფარგლებში, გამოჩენილ ქართველ პოეტს, პედაგოგს, ფოლკლორისტს ეთერ თათარაიძეს და ღვაწლმოსილ ქართველ მეცნიერს, პედაგოგს ნათელა ვასაძეს ეწვია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მათ პატივისცემის ნიშნად თაიგულები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„მინდა ყველა ქალბატონს გაზაფხულის დადგომა მივულოცო. ჩვენი პროექტი ხომ სწორედ მათთვისაა და საქმიანობით გამორჩეული ქალების წარმოჩენას ისახავს მიზნად. ვეცდებით, ყურადღების მიღმა არც ერთი ქალბატონი არ დაგვრჩეს. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, შევხვდებით ყველას და თითოეული მათგანის გახარებას შევძლებთ“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.
მისივე თქმით, პროექტის მიზანია საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობა არა მხოლოდ ქართველი მეცნიერი ქალებისა, არამედ წარმოჩენა იმ არაქართველი ეროვნების ქალებისა რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და თავიანთი შრომით ღვაწლი შეაქვთ ქვეყნის ცხოვრებაში.
პროექტი თებერვალში, მეცნიერ ქალთა საერთაშორისო თვეში დაწყო.