თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მარიკა დარჩიას ინიციატივით, დაიწყო და გრძელდება პროექტი, რომელიც თავიანთი საქმიანობით გამორჩეული ქალების წარმოჩენას ისახავს მიზნად.
პროექტის დასაწყისისთვის, ათვლის წერტილად, აღებულ იქნა თებერვლის თვე, როგორც მეცნიერ ქალთა თვე, რომლის ფარგლებიც მარიკა დარჩია ქართველ მეცნიერს, ეთნოლოგს, ისტორიკოს, პედაგოგს თამილა ცაგარეიშვილს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ალერგოლოგ-იმუნოლოგ, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს მაია გოთუას ესტუმრა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მათ პატივისცემის ნიშნად თაიგულები, წიგნები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„ჩვენ გავაერთიანეთ ორი თვის მიჯნა - თებერვლის თვე, რომელიც იყო მეცნიერ ქალთა თვე და ვაგრძელებთ მარტში, რომელიც ქალთა თვედ ითვლება. ჩვენ გამოვყოფთ და ყურადღებას ვუთმობთ იმ ქალებს, რომლებსაც ღვაწლი აქვთ საქართველოს ისტორიაში.
პროექტი გრძელდება და მისი მიზანია გამოვყოთ და უკეთ გავაცნოთ საზოგადოებას არა მხოლოდ ქართველი მეცნიერი ქალები, არამედ ვეძებთ და გვინდა წარმოვაჩინოთ ეროვნებით ის არაქართველი ქალები რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და თავიანთი შრომით ღვაწლი შეაქვთ ქვეყნის ცხოვრებაში და ქართული საქმეს აკეთებენ“,- განაცხადა მარიკა დარჩიამ.