თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია საერთაშორისო კონფერენციას „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“ დაესწრო. ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართა. კონფერენციაზე ფემიციდის, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმა და სისტემური პრობლემა განიხილეს და მისი პრევენციის გზებზე იმსჯელეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.
სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ოჯახში ძალადობის გამოვლენის გაზრდილ მაჩვენებელზე და მიზეზებზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ 2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ოჯახში და ქალთა მიმართ ზალადობის შემთხვევებზე რისკების შეფასების მეთოდოლოგია დანერგა.
ღონისძიების დასასრულს საქართველოს სახალხო დამცვლემა და არგენტინის ომბუდსმენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
კონფერენციას სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.