თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია ღონისძიებას სახელწოდებით „გენდერული თანასწორობის მიღწევები და დაგეგმილი ღონისძიებები თბილისის მერიაში“ დაესწრო.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მან გენდერული საკითხის მნიშვნელობაზე და თბილისის საკრებულოში გენდერული საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა.
„გენდერულ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობების როლი მნიშვნელოვანია. ასევე გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, სერიოზული ყურადღება ეთმობა, მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვას და სხვა აქტივობებს“, - განაცხადა მარიკა დარჩიამ.
პრეზენტაციაზე თბილისის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2020-2021 წწ. საკრებულოს და მერიის განახლებული სამოქმედო გეგმისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.