თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, მარიკა დარჩიამ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობის კომუნიკაციების სპეციალისტს - გვანცა ასათიანს მუნიციპალიტეტის შენობაში უმასპინძლა.
ორგანიზაცია მომავალ წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, რომლის საქმიანობის აღსანიშნავად, საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, საინტერესო ისტორიების კრებული სამ ენაზე გამოიცემა.
წარმოდგენილი კრებულის მთავარი გმირები სხვადასხვა ეროვნების ქალები იქნებიან, რომელთაც საქართველოსა და კერძოდ, თბილისთან სხვადასხვა მოგონება აკავშირებთ.
,,გაეროს ქალთა ორგანიზაციას მომავალ წელს 10 წელი უსრულდება. აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. კრებულში მოთხრობილი იქნება სხვადასხვა ეროვნების მოგზაური ქალების შესახებ, რომლებიც საქართველოსა და თბილისზე საინტერესო ისტორიების მთავარი გმირები არიან. ამ ეტაპზე საჭირო მასალების მოძიების პროცესი უკვე დაწყებულია’’,-განაცხადა მარიკა დარჩიამ.
დღესვე, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის იდეები წარმოადგინეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა მიმოიხილეს დაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.