თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ საკრებულოს აპარატის წარმომადგენლებთან და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრებთან ერთად ბორჯომში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDR) მიერ ორგანიზებულ და დაფინანსებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე: გენდერული სტატისტიკა. შეხვედრაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის: საქართველოში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები; საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევების შედეგები; რა არის გენდერული სტატისტიკა და მისი განვითარება საქართველოში.
დასასრულს, პარტნიორის მხრიდან ძალადობის თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის \"las Mofas Magicas\"-ს ჩვენება შედგა, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნული პრობლემის ხასიათისა და მასშტაბების დადგენისას სტატისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: ცხრილების, გრაფიკებისა და რუქების სახით სტატისტიკის გამოქვეყნება და მონაცემების ვიზუალიზაცია.