თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა მუნიციპალიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. თინათინ ნიბლოშვილმა დედაქალაქის მართვის პროცესში საკრებულოს საქმიანობასა და მის ფუნქციებზე ისაუბრა.
„სტუდენტებმა გამოთქვეს ინტერესი და სურვილი თბილისის საკრებულოში სტუმრობის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სტუდენტებთან შესახვედრად და მათთვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა შედგა. სტუდენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობის სპეციფიკა გავაცანით და შენობა დავათვალიერებინეთ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა
სტუდენტებმა საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი, ანბანის სკვერი დაათვალიერეს და საკრებულოს შენობის ისტორიას გაეცნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტების შეკითხვები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ეხებოდა.