თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი დავით გაგუას კლინიკას ესტუმრა. მან ახალშობილთა დედებს 3 მარტი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„3 მარტი, დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის მოსვლისთანავე აღინიშნება, მართლაც განსაკუთრებულია, რადგან დედის დღეა. ყველაზე დიდი სიხარული ქალისთვის ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება, შვილის შობა და დედობაა, ყველაზე დიდი ჯილდო კი - შვილის წარმატება. ყველა დედას ვულოცავ ამ მშვენიერ დღესასწაულს, დედის დღეს და ვუსურვებ მუდამ ბედნიერები და გახარებულები ყოფილიყვნენ თავიანთი შვილების ჯანმრთელობითა და წინსვლით", - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
3 მარტი, დედის დღე, საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება.