თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში გენდერულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თინათინ ნიბლოშვილის თქმით, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმა 2022 წელს არაერთ აქტივობას მოიცავს, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ქალთა ეკონომიკური და სოციალური უფლებების გაძლიერება უმთავრეს გამოწვევად რჩება. მსგავსი შეხვედრების მიზანი სწორედ ურთიერთთანამშრომლობა და მრავალმხრივი კომუნიკაციების დამყარებაა. საკოორდინაციო ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ჩვენს კამპანიაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა, რომელიც ქალთა ონკოლოგიური დაავადებების ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში გამოითქვა არაერთი ინიციატივა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადეს.
შეხვედრას დედაქალაქის მერიის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ესწრებოდა.