თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგნლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის „არა ქალზე ძალადობის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ მნიშვენელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ინფორმირება იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. შესაბამისად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან თანამშრომლობით სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება.
დღესვე, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს, კერძოდ კი ნაადრევი ქორწინების, ოჯახში ძალადობის, ქალების უფლებების დაცვის, ასევე, ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს უმეტესი ნაწილი, რომლის შემადგენლობაშიც დედაქალაქში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები შედიან, გენდერულ საკითხებზე მუშაობს.
შეხვედრის ფარგლებში საბჭოს წარმომადგენლებმა ერთამანთს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლოდ განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.
შეხვედრას ეწრებოდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი ნინო რუხაძე.