თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერულ სტრატეგიაზე იმსჯელეს.
საკითხი დეპუტატებს საბჭოს თავმჯდომარემ, მარიკა დარჩიამ წარუდგინა. სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც საბჭოს წევრებმა წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. მარიკა დარჩიას განმარტებით, საბჭოს წევრების მოსაზრებები საბჭოს სამოქმედო გეგმაში აისახება.
საბჭოს სხდომას თბილისის მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძეც ესწრებოდა.