თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საბჭოს წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას დადებითი რეკომენდაცია მისცეს, რათა დოკუმენტი თბილისის საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იქნეს განხილული.
დღესვე, საბჭოს წევრებმა საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება ცნობად მიიღეს. კერძოდ, გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობას საკრებულოს წევრი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას სამდივნოს უფროსი, ნინელი ფუტკარაძე და თბილისის მერის მრჩეველი გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძე დაემატა.
ამასთანავე, საბჭოს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფორმირებაზეც იმსჯელეს. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით აღნიშნულ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს აპარატის ექვსი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის ექვსი თანამშრომელი შევა.