საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მარიკა დარჩიას ინიციატივით საბჭოს წევრებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ,,სამართლიანი ქალაქის გზამკვლევის“ შემუშავებული პროექტი, მისმა მონაწილემ გვანცა ნიკოლაიშვილმა წარმოადგინა.
გზამკვლევი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებითა და დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით შედგა და ის არაერთ მიზანს აერთიანებს, მათ შორისაა: თბილისში სამართლიანი და სიცოცხლისუნარიანი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებისთვის - ქალაქმგეგმარებლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დახმარების აღმოჩენა, აგრეთვე კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობისთვის და სხვა.
გზამკვლევზე მუშაობა ხანგრძლივად მიმდინარეობდა და მის დამუშავებას საფუძვლად საერთაშორისო, კერძოდ ვენის გამოცდილება დაედო.
საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა პრეზენტაცია მოისმინეს, დაისვა შეკითხვებიც და არსებული დოკუმენტის ირგვლივ სამომავლო გეგმები დაისახა.