თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაცია ახალ პლატფორმაზე - „უსაფრთხო ონლაინი, ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“. პროგრამის წარმომადგენლების განმარტებით, ახალი 3 წლიანი პროგრამის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე რამდენიმე მიმართულებით მუშაობა.
სტუმრებმა საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის მიმართულებებსა და იმ ძირითად მიდგომებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს წლებში ონლაინ სივრცეში ძალადობის მსხვერპლი ქალების პრევენციას გულისხმობს.
თინათინ ნიბლოშვილმა პროგრამაზე ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ ვინაიდან ონლაინ სივრცეში ქალების მიმართ ძალადობის ხშირი შემთხვევებია, გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში მათი ჩართულობა საინტერესო იქნება.
გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა შეხვედრაზე სტუმრებთან გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერასა და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზეც ისაუბრა. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მექანიზმები განისაზღვრა.