თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, შალვა ოგბაიძე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „Mott MacDonald“-ის წარმომადგენლებს მარკ სელინსა და პოლ ტრედველს შეხვდა.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართული სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა მგზავრთა საკომუნიკაციო-საინფორმაციო პროდუქტებისა და კომპანიის სამომავლო გეგმებსა და მათ მიერ შემუშავებული პროდუქტების ეფექტურობაზე შესახებ ისაუბრეს.