თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე ,,East-West Connectivity“ პროექტის სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების ჯგუფთან ერთად გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი დიდუბისა და სადგურის მოედნის მონაკვეთში არსებული რკინიგზის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს შორის კავშირის გაუმჯობესების კვლევის პროექტის წარდგენა იყო.
პროექტს სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მსოფლიოს ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, ხოლო კვლევა კი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის ITP მიერ ადგილობრივ კონსულტანტებთან ერთად ხორციელდება.
ღნიშნული შეხვედრა კვლევის შესახებ მონაწილეთა ინფორმირებასა და უკუკავშირის მიღებას ემსახურებოდა.