თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ ონლაინ-რეჟიმში საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის განხილვაში მონაწილეობა მიიღო.
საჯარო კონსულტაციების ფარგლებში, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით მიღებული კომენტარები და მოსაზრებები განიხილეს.
საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების და მათ მიმართ წარმოდგენილი რეკომენდაციების შეჯერების მიზნით გამართულ ონლაინ -შეხვედრას როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მომზადებული საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, საჯარო განხილვის მიზნით სამინისტროს ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული.