თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს მოუსმინეს, რომელმაც აღნიშნული სამსახურის მიერ 2024 წელს გაწეულის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
ვიქტორ წილოსანმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაზე, ასევე შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოების თაობაზე ისაუბრა.
მანვე სხდომაზე სატრანსპორტო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კომისიის წევრებს მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, სატრანსპორტო რეფორმა თბილისში არაერთი მიმართულებით უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მისი კონკრეტული შედეგების გამოცდა მგზავრებსა და სისტემის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ.
მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება გრძელვადიანი პროცესია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით მიმდინარეობს.
,,რეფორმა გრძელდება, რისთვისაც შემუშავდა თბილისის სატრანსპორტო გეგმა. დოკუმენტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს მოიცავს’’,-აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.
კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვიქტორ წილოსანმა საკითხთან დაკავშირებით კომისიის წევრების წინადადებები მოისმინა და მათ კითხვებს დეტალური პასუხები გასცა.