თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბიუჯეტის მოცულობა ჯამურად იზრდება 48 456,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 058 335,6 ათას ლარს.
ამასთანავე, სხვა ქვეპროგრამებთან ერთად, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია (კოდი 01 02 05) - 4 400,0 ათასი ლარით იზრდება.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარმოუდგინა.
როგორც დავით ჯაიანმა აღნიშნა, პროექტის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უნდა მიეცეს თანხმობა, გააფორმოს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობას, სსიპ - ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებაზე ნებართვის მფლობელ იურიდიულ პირებს შორის დასადები შეთანხმების პროექტი.
დღესვე სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ კომისიის წევრებს „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-105 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები გააცნო.
პროექტის თანახმად, მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით ავტობუსის მარშრუტების შეთანხმების პროცედურა გახანგრძლივდა 1 წლით.
დღესვე ვასილ აბულაძემ „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
აღნიშნული ცვლილებით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ავტობუსებში ზაფხულის თვეებში კონდიცირება-გაგრილების სისტემის მოქმედების და ამის შედეგად მგზავრთა კომფორტულად მგზავრობის ხელშეწყობის მიზნით, ნებართვის მფლობელებს დაევალათ კონდიცირების (გათბობის/გაგრილების) სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხები დადებითად შეაფასეს.