თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
მისი თქმით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება სულ 241 034,9 ათასი ლარით და შეადგენს 2 004 389,6 ათას ლარს. ასევე იზრდება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს (კოდი 10 18) ქვეპროგრამის ასიგნებები – 2 038,8 ათასი ლარით.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანმა თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე დედაქალაქის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ კომისიის წევრებს „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები გააცნო.
როგორც ვასილ აბულაძემ აღნიშნა, პროექტით, კონკრეტდება, რომ ავტობუსის ძარის ვიზუალური მდგომარეობა აშკარად უნდა იძლეოდეს ინფორმაციას მათი მეშვეობით კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების გადაყვანის თაობაზე, რათა მაკონტროლებლის და სხვა მძღოლების მიერ მარტივად მოხდეს იდენტიფიცირება.
მისივე ინფორმაციით, ცვლილება ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში.
დადგენილებას პირველი მუხლის შემდეგ ემატება 11 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში წარსადგენ რიგ ინფორმაციას/დოკუმენტაციას იმ პირების მიერ, ვისზეც არ გავრცელდება შეზღუდვები.
ვასილ აბულაძემ ასევე რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტში შესატანი ცვლილებები წარმოადგინა.
ცვლილების თანახმად, „სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით ახორციელებენ. თანამშრომლის სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.“