თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინა.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 1 493,203.1 ათასი ლარით, ფაქტობრივმა შესრულებამ შეადგინა 1 526,019.2 ათასი ლარი, ანუ გეგმის 102.2%. თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული შემოსავლების გეგმა 1 388,103.1 ათასი ლარი, ფაქტობრივად 1 412,235.6 ათასი ლარით შესრულდა, რამაც გეგმის 101.7% და მთლიანი - შემოსულობების 92.5% შეადგინა.
მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის პრიორიტეტი დაფინანსდა 438,304.4 ათასი ლარით, რაც გეგმის (447,583.8 ათასი ლარი) 97.9%-ია, მათ შორის, ტრანსპორტის განვითარების პროგრამა (01 02) კი დაფინანსებულია 348,568.2 ათასი ლარით (გეგმური მაჩვენებლის - 352,145.4 ათასი ლარის 99%-ი).