26 დეკემბერი 2025 თბილისის საკრებულოში სატრანაპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს’’ ხელმძღვანელმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ისუბრა.
მან დღესვე „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი წარმოადგინა.
როგორც ნინო ბაგაშვილმა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე და მათი საჭიროებების, ამასთანავე, იმის გათვალისწინებით განხორციელდა, რომ გარკვეულ ქუჩებს და გამზირებს შეეცვალათ სახელდებები.
შესაბამისად, ცვლილებები შევიდა იმ მარშრუტებში, რომლებსაც თავიანთ გზასავალზე უხდებათ ახალი სახელდებით განსაზღვრულ გზებზე მოძრაობა.
ნინო ბაგაშვილმა კომისიის წევრებს ასევე „საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გათავისუფლების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი გააცნო.