თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სატრანსპორტო საკითხთა და ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიების წევრებმა დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 1 763 354,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 131 222,1 ათასი ლარით, ხოლო 2024 წლის პირველად წარდგენილ ბიუჯეტის პროექტთან შედარებით 62 442,3 ათასი ლარით არის გაზრდილი.
გაზრდილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები მიიმართება შემდეგ პრიორიტეტებზე:
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა - 567 498,1 ათასი ლარი; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 267 969,4 ათასი ლარი; 2 ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 221 611,1 ათასი ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 2 153,5 ათასი ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 38 796,3 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 154 920,1 ათასი ლარი; განათლება - 248 047,1 ათასი ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 35 534,7 ათასი ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 7 297,0 ათასი ლარი. ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 219 527,4 ათასი ლარი.
ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენილ ვარიანტს გაერთიანებული კომისიების წევრებმა მხარი დაუჭირეს.
დღესვე თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ საკითხი წარმოადგინა.