27 დეკემბერი 2024 თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურ დირექტორს მოუსმინეს.
გიორგი შარკოვმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“ (AIIB) შორის პროექტის შესახებ ხელშეკრულების“ გაფორმების მიზნით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან თანხმობის მიღების შესახებ“ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
წარმოდგენილი პროექტის თაობაზე, რომელიც თბილისის მეტროს მოდერნიზაციას გულისხმობს, საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.