თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილეს მოუსმინეს.
ვასილ აბულაძემ აღნიშნული სააგენტოს დაფუძნების თაობაზე საკრებულოს შესაბამის დადგენილებში განსახორციელებელი ცვლილებები წარმოადგინა და ასევე, თბილისში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ საკრებულოს შესაბამის ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
ცვლილება უზრუნველყოფს იმგვარი ალტერნატიული საგზაო მონიშვნის დამატებას, რომელიც გაუადვილებს მძღოლებს ზონალური პარკირების არეალების იდენტიფიცირებას.
ვასილ აბულაძემ დღესვე სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ და ასევე თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ თბილისის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებების პროექტი წარმოადგინა.
აღნიშნული ცვლილებით, მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის განხორციელების მიზნით მოძრავ ავტობუსებს ენიჭებათ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში („BUS LANE“) გადაადგილების უფლება.
მან ასევე შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დაგენილებაში განსახორციელებელი ცვლილება წარმოადგინა.
პროექტით ხდება სააგენტოს სამსახურების მიხედვით ელექტრონული საჯარიმო ქვითრების შედგენისას შესაბამისი სერიის მინიჭება, რომელიც ამოქმედდება 2024 წლის 1 თებერვლიდან და რის შემდეგაც გამარტივდება შედგენილი საჯარიმო ქვითრის იდენტიფიცირება.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ დავით ჯაიანი კი თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მარშრუტების დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილებაში შესატან ცვლილებზე იმსჯელა, რაც რამდენიმე მარშრუტის მოძრაობის ცვლილებას გულისხმობს.