თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა ააიპ ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსს გიორგი მარგებაძეს მოუსმინეს, რომელმაც თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოადგინა ინფორმაცია.
მისი თქმით, დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ მომსახურების სახეებს დაემატება ,,მ" ქვეპუნქტი: ,,პარკირების მობილურ აპლიკაციაში შემავალი სერვისების მოწოდების მომსახურება’’.
სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ სხდომაზე სსიპ –თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში შესატანი ცვლილებზე ისაუბრა.
წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, სააგენტოს უფლება ენიჭება დამუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემის მეშვეობით მიღებული მონაცემების სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე, გადაეცემა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მონაცემზე მომსახურების საფასურის თვეში 0,5 ლარის ოდენობით გადახდის შემთხვევაში.
მანვე კომისიის წევრებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების თაობაზე გააცნო ინფორმაცია.
ვასილ აბულაძემ ასევე, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტი ტრანსპორტის სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები თავისუფლდება დადგენილი დროის მონაკვეთისა და ზონალური პარკირების საფასურების გადასახადისგან.
წარმოდგენილი საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლეს სხდომაზე იმსჯელებენ.