თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა.
როგორც ლევან მიქავამ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წლის ბოლომდე მისაღები შემოსულობების პროგნოზების გათვალისწინებით ხორციელდება.
წარმოდგენილ პროექტში ასევე გათვალისწინებულია თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების, რაიონის გამგეობების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების დამატებითი მოთხოვნებისა და გადანაწილების შესახებ წინადადებები.
აღნიშნულის შესაბამისად, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა. მათ შორის, წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, იზრდება მეტროს სადგურების რეკონსტრუქცია, მშენებლობა და საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხის თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.