თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსიპ ,,ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ უფროსი ვიქტორ წილოსანი, ააიპ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დამსწრე პირებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ადგილის ან/და დროის განსაზღვრის შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №35-106 დადგენილებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
შეხვედრაზე დამსწრეებმა წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს, რომელზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.