თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოუდგინა და პრიორიტეტები გააცნო.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი 1,438,775.2 ათასი ლარით განისაზღვრა, საიდანაც 415,096.4 ათასი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენას მოხმარდება, ხოლო 330,357.0 ათასი კი ტრანსპორტის განვითარებისთვისაა განკუთვნილი.
კომისიის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით საკითხს მხარი დაუჭირეს.