თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე უძღვებოდა.
სხდომაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო უფროსის მოადგილემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინა.
ცვლილების თანახმად, მონიტორინგის სამსახურისა და მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლის სამსახურის თანამშრომლებს შიდა კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ენიჭებათ.
ვასილ აბულაძემ ასევე წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში მითითებულ და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირების საფასურის თაობაზე მონაცემებს.
ამასთან, მომხსენებელმა წარადგინა სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებების პროექტი. უფრო კონკრეტულად, სხვა ცვლილებებთან ერთად, დადგენილებას ემატება სპეციალური დაცული სადგომის განმარტება.
ვასილ აბულაძის ინფორმაციით, ცვლილება ასევე ხორციელდება „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ თბილისის საკრებულოს დადგენილებაშიც. მისი თქმით, დადგენილებას ემატება ახალი პუნქტი, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ კონტროლის განხორციელებისას ანგარიშსწორება რეგულირდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე.
დღესვე, ვასილ აბულაძემ წარმოადგინა პროექტი, რომლის თანახმად, ცვლილებები ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M3 კატეგორიის და M2 კატეგორიის) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „უნივერსიტეტი-ბაგები“ მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6–25 დადგენილებაში.