თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული
სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიების თავმჯდომარეები შალვა ოგბაიძე და გიორგი ჩაკვეტაძე უძღვებოდნენ.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის № 4-7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დღის წესრიგით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“იმსჯელეს.
გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის წევრებს მერიის
საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინეს.
დეპუტატებმა საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.