09 მარტი 2026
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად მთაწმინდის რაიონში, ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში იმყოფებოდა, სადაც საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასამაგრებელი სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. გრიბოედოვის ქ. N16-ში 15 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის დასრულების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა.
პროექტის ფარგლებში, სახლის საძირკველი მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა, რისთვისაც მზიდ კედლებზე არმატურის ბადე მოეწყო; ლითონის კუთხოვანებით ჩარჩოში ჩაისვა ფანჯრებისა და კარების ღიობები, ბზარები კი სპეციალური მასალით დამუშავდა. აგრეთვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის ფასადსა და „თბილსერვის ჯგუფის" მიერ მხატვრულ-არქიტექტურული განათება მოეწყო; აღდგა აივნები და შუშაბანდი და მათ პირვანდელი სახე დაუბრუნდა.
კახა ლაბუჩიძემ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს აღდგომა მიულოცა
აპრილი 05,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026