03 თებერვალი 2026 თბილისის საკრებულოში საკრებულოს მაჟორიტარი წევრების და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისში არსებული 15 თემის და საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული მეგობრობის სახლის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა. მან აღნიშნა, რომ თბილისი მრავალეროვნული და მულტიკულტურული ქალაქია და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია. თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების ჩართულობით თბილისის მუნიციპალიტეტმა არაერთი პროექტი დააფინანსა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ რიტა ხიდირბეგიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებს თემების წარმომადგენლები გააცნო.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას და საკრებულოსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კოორდინაციის ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში, თემების წარმომადგენლებმა და მაჟორიტარებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი საქმიანობის მიმართულებები, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობების საჭიროებებზე, მათი ინტერესების გათვალისწინებასა და თბილისის მუნიციპალიტეტის დონეზე ეფექტიანი კომუნიკაციის გაძლიერებაზე.
ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე გრიბოედოვის ქ. N16-ში სახლის კაპიტალური გამაგრების მიზნით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა
მარტი 09,2026
სოფელ გლდანიდან სარაჯიშვილის გამზირამდე ახალი მარშრუტი ამოქმედდება
თებერვალი 20,2026
შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონის გამგებელთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და საგზაო სამუშაოების ჩატარებაზე ინფორმაცია მიაწოდა
თებერვალი 19,2026