17 დეკემბერი 2025 ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N62-ის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს ისანი 3-ის (ნავთლუღი) მაჟორიტარი დავით ხაბეიშვილი, გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე ზარნაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი, პარლამენტისა და ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას ბარბარობის დღესასწაული მიულოცეს.
ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი. დღესასწაულზე მისული სტუმრებისთვის მინი გოლფის მოედანი, ბოულინგი, გასაბერი ბატუტი, ელექტრო აპარატები, ტირი, ხატვისა და ცეკვის მასტერკლასებიც მოეწყო. პატარების განწყობაზე კი ილუზიონისტებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.