მიხეილ თამარაშვილის გამზირის და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. დასრულებული პროექტი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. დამონტაჟდა ახალი გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომელთა საშუალებითაც სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, განაცხადა, აღნიშნული კვანძის მოწყობით ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება.
"დღეს მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. ეს ჩვენი ქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გაამარტივებს და უსაფრთხოს გახდის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილების გადაადგილებას. ამ ადგილზე ხშირი იყო შეფერხება და საცობები. აღნიშნული პროექტი კი, ახალი დაგეგმარებით, ტროტუარებით, შუქნიშნებით მოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან და დედაქალაქის მერთან ერთად მერის მოადგილეებმა, ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებმა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა დაათვალიერეს.
გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024