30 მაისი 2024
„უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა. ეს არის ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აგებულ, ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მქონე კონსტრუქციას წარმოადგენს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დასრულებას. ხიდი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკე-საბურთალოსა და ბაგების დამაკავშირებელი მონაკვეთი ყველაზე გადატვირთული მიმართულებაა და ახალი ხიდი მნიშვნელოვნად განტვირთავს საავტომობილო მოძრაობას და შეამცირებს ქალაქში არსებულ საცობებს.
ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება. საავტომობილო ხიდის მშენებლობის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის საფარი. ამას გარდა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები როგორც უნივერსიტეტის ქუჩის, ასევე ბაგების დასახლების მხრიდან.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025