თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე დღეს ეროვნული სასახლის "თბილისის ახალგაზრდული კლუბის" და კერძო სკოლის ,,ოპიზა’’ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატი პროექტს -"ერთობლივი ძალებით პლასტმასის წინააღმდეგ"გაეცნო, რომელიც თბილისის ახალგაზრდული კლუბის მიერ ხორციელდება.
კლუბის წევრებმა რევაზ სოხაძეს აღნიშნული პროექტისთვის დაგეგმილი აქტივობები გააცნეს და მათი განხორციელებისთვის გარკვეული დახმარება სთხოვეს.
დეპუტატი მოსწავლეებს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობას დაპირდა.
მისი თქმით, სწორედ მსგავსი საქმიანი ურთიერთობების ფარგლებში შესაძლებელია საინტერესო იდეების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.
დღესვე, რევაზ სოხაძემ გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ Street art პროექტებსაც.
შეხვედრაზე დეპუტატი კომიქსს გაეცნო, რომელიც პლასტმასით დაბინძურების თემატიკაზე ზემო აღნიშნული ორი კლუბის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.
დასასრულს, რევაზ სოხაძემ სტუმრებს საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა.