თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა ამავე რაიონის, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს სასურსათო ნობათი და მედიკამენტები გადასცა.
"დღეს ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას და მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით ახალი covid 19 -ის გავრცელებას. მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საქართველოში ვირუსის მაქსიმალური პრევენცია მოხდეს. ჩვენ, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს, გვსურს დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა