თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში მცხოვრები ბავშვებისთვის ტრადიციული კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც პატარები დეპუტატს საახალწლო სურვილებს უგზავნიან.
წელს პირველი წერილი რიმა ბერაძემ 10 წლის კესარიასგან მიიღო, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დეპუტატის შუამდგომლობით და საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, მას საზღვარგარეთ მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.
საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე, საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ დირექტორთან ნანა გოთუასთან ერთად, კესარიას დღეს ესტუმრა, დაბადების დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„სხვა ბავშვებთან ერთად, საახალწლო სურვილები ჩემს წარმომადგენლობაში პატარა კესარიამაც გამოაგზავნა. დღეს, საქველმოქმედო ფონდის „აი ია“ დირექტორთან ნანა გოთუასთან ერთად, კესარიას ვესტუმრეთ და დაბადების დღე მივულოცეთ.
დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ნანას თანადგომისთვის,ხოლო პატარა კესოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024