თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ და ამავე რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ტურგენევის ქუჩის 4 ნომერში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ.
,,ეს არის ადგილი, სადაც 35-მდე ოჯახი ცხოვრობს. ამხანაგობამ ეზოს მხოლოდ ასფალტით მოპირკეთება ითხოვა, თუმცა ჩატარებული კვლევების მიხედვით, დადგინდა, რომ პირველ რიგში, აუცილებელია მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, რომელიც 50 წლის მანძილზე ხელუხლებელია. ჩვენ აღნიშნული სამუშაოები დავიწყეთ, რის შემდეგაც ასფალტის საფარიც დაიგება“- აღნიშნა რიმა ბერაძემ.
როგორც ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, შემდგომ ეტაპზე, რიგითობის მიხედვით, ირგვლივ მდებარე სახლების გამაგრებაც იგეგმება, რაც წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი დაპირება იყო.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024