თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა დავით უთმელიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელთან გაიოზ ვასაძესთან და ამავე რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად საბურთალოს N5 ოლქში არსებული სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი ასათიანის N12, ანტონოვსკაიას N9 და ფ.თავაძის N3-ში მდებარე ძველი სკვერების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„საბურთალოს მე-5 ოლქს სულ მალე კიდევ რამდენიმე განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატება. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, სკვერების რეაბილიტაციის პროცესში ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრს ვითვალისწინებთ და მათი სურვილების შესაბამისად ვახდენთ სკვერისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განლაგებას. მოსახლეობა ყველა პროექტში ძალიან აქტიურადაა ჩართული და ამისთვის დიდი მადლობა მათ“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.
დავით უთმელიძე და გაიოზ ვასაძე ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ და აღნიშნულ მისამართებზე არსებული ეზოების სამომავლო კეთილმოწყობის სამუშაოები ერთად დაგეგმეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024