თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა რიმა ბერაძემ და გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ ხუდადოვის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი 2000 კვადრატულ მეტრზე იგება და ჩუღურეთის გამგეობას ამისთვის 60 000 ლარი აქვს გამოყოფილი. გზის დაგების პარალელურად მოეწყობა ბორდიურები და ტროტუარები.
„არსებული ბიუჯეტის ფარგლებში, მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი შიდაკვარტლური გზა მოვაწესრიგოთ. ეს პროექტიც ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და ადგილობრივებს სულ მალე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ექნებათ,“ - განაცხადა რიმა ბერაძემ.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024