თბილისის ლაიონს კლუბის და „ლაიონსების თვალის კლინიკის“ მიერ შემუშავებული პროექტის- „სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენცია“ ფარგლებში, მესამე მასივის მოსახლეობისათვის თვალის დაავადების გამოკვლევის უფასო აქცია გაიმართა.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით და საქველმოქმედო ფონდის - „ვიქტორია“ ჩართულობით, პაციენტებს ოფთალმოლოგებმა თვალის სხვადასხვა დაავადებების (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი) დიაგნოსტიკა ჩაუტარეს.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, უფასო სამედიცინო მომსახურების აქციამ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია, რის გამოც საკრებულოს მაჟორიტარი წევრი მსგავს აქტივობას კვლავაც გეგმავს.
„მინდა „ლაიონსების თვალის კლინიკას“ თანამშრომლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო და განვაცხადო, რომ მესამე მასივის მოსახლეობისათვის მსგავსი ტიპის უფასო გამოკვლევები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024