თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის წარმომადგენლობის ორგანიზებით საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელშიც ქართული ესტრადის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. გიორგი დოხტურიშვილის თქმით, მერიკო სისაურს ვოლფრამის სინდრომის ურთულესი ფორმა აქვს და საფრანგეთში ტრანსპორტირებასა საჭიროებს. მისი განმარტებით, 23 წლის გოგონა დაავადებას წლებია ებრძვის და ახლა საზოგადეობის დახმარება სჭირდება.
„ სამწუხაროდ, მერიკოს ვოლფრამის სინდრომის ძალიან რთული ფორმა აქვს. ის არის სოციალურად დაუცველი, აფხაზეთიდან დევნილი, მრავალშვილიანი ოჯახიდან და მათ არ აქვთ საშუალება, რომ მერიკოს საფრანგეთში ტრანსპორტირება მოხდეს. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ აქციის ჩატარება. შეგროვებული თანხა, მის ანგარიშზე გადაირიცხება და იგი შეძლებს საფრანგეთში გამგზავრებას. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა საქველმოქმედო საღამოში ჩართულ თითოეულ ადამიანს. იმედი მაქვს, რომ ფრანგი ექიმები მის დახმარებას შეძლებენ “- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024