საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შალვა ოგბაიძის ინიციატივით, N185 საჯარო ბაგა-ბაღში მინი ავტოქალაქის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარი დეპუტატები და ასევე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ესწრებოდნენ.
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, პროექტი, რომელიც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ განახორციელა, მიზნად სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის შესახებ საბაზისო ცოდნის მიწოდებას ისახავს.
,,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი შედგა. თბილისის 185-ე ბაგა-ბაღში საბავშვო ავტოქალაქი გაიხსნა, სადაც დამონტაჟებულია ძირითადი საგზაო ნიშნები, დახაზულია გზა, განსაზღვრულია პარკინგის ადგილები, დამონტაჟებულია ავტობუსის მინიატურული გაჩერებები, სარკეები და შუქნიშნები. წლების შემდეგ, მძღოლებისა და ქვეითების როლში მყოფი ამ ბავშვების უსაფრთხო მომავალი მთავარ მიზანს წარმოადგენს. ისინი აქ თამაშის სახით შეისწავლიან მოძრაობის წესებს“ - განაცხადა შალვა ოგბაიძემ და აღნიშნა, რომ პროექტი კიდევ არაერთ საბავშვო ბაგა-ბაღში განხორციელდება.
ღონისძიებაზე სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებმა საბავშვო სატრანსპორტო საშუალებებით იმიტირებული საგზაო მოძრაობა წარმოადგინეს. გაითამაშეს შუქნიშნითა და ქვეითთა გადასასვლელებით სარგებლობის სცენები. მოძრაობის ორგანიზებაში პატარებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ეხმარებოდნენ.
ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ბავშვებს სიმბოლური მართვის მოწმებები გადასცეს.
გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024ირაკლი ხელაძემ ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2024