„მზიურის“ პარკის შემომატებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სივრცე და ინფრასტრუქტურა მოეწყო, მათ შორის სატრენაჟორო სივრცე, გადმოსახედი, რომელიც „მზიურის“ პარკს გადაჰყურებს, ახალი სასეირნო ბილიკები, საპიკნიკე ტერიტორია და შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე.
„მზიურის“ ახლადმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტი გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო. კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგნენ.