27 მაისი 2025 მთაწმინდის რაიონში, წავკისში, ათი ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ, მთაწმინდის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან, ერთად რეაბილიტირებული ქუჩები დაათვალიერა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, წავკისში სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამდე გამოიცვალა შიდა კომუნიკაციები - წყალარინების სისტემა და სანიაღვრე ქსელი.
„დღეს ჩვენ წავკისში ვიმყოფებით, სადაც რამდენიმე ქუჩას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მთლიანად შეიცვალა ინფრასტრუქტურა. ამისთვის ადგილობრივი მოსახლეობის სახელით მადლობას ვუხდით მთაწმინდის გამგეობას. აღსანიშნავია, რომ კიდევ უამრავი პროექტია დაგეგმილი, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება. მსგავსი კეთილმოწყობის სამუშაოები აუმჯობესებს გადაადგილებას და ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულ გარემოს უქმნის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პროექტის ფარგლებში, ჯამში დაახლოებით 12 000 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა, ასევე მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელი და მოეწყო ბორდიური.
აღნიშნული სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი გამოიყო.
ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მეცნიერებათა მუზეუმში უმასპინძლა
დეკემბერი 30,2025
გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა
დეკემბერი 29,2025
ისნის რაიონში ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
დეკემბერი 17,2025